აქტუალური თემა ახალი ამბები

ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში ,კარგად გათვიცნობიერდეს არსებულ პოლიტიკურ მდგენელში და აქ მისცეს ხმა

“ახალი წესის შესაბამისად, ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში, კარგად გათვითცნობიერდეს არსებულ პოლიტიკურ მდგენელში და აქ მისცეს ხმა.

ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილების ინფორმირებულად განხორციელებაში მსგავსი ცვლილება ჩვენს საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში არ ცხოვრობენ, ხელს შეუწყობს.
საქართველოს ყველა მოქალაქეს დაუბრკოლებლივ ექნება საშუალება ხმა მისცეს მისთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას.

ეს საკითხი საკუთარ ქვეყანაში, საარჩევნო ურნასთან წყდება, როდესაც თითოეული მათგანი ამა თუ იმ პარტიისთვის ხმის მიცემას გადაწყვეტს. 3 დღით ადრე ჩამოვა თუ რამდენიმე თვით ადრე, ამას ნუ შევუზღუდავთ, მათ სრული შესაძლებლობა აქვთ თავის ქვეყანაში მისცენ ხმა.“ – თქვა დავით მათიკაშვილმა [IPN]

ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ ხმის მიცემას.

იტვირთბა....