უკრაინამ რუსეთში ნავთობის ქარხანაზე და დრონების საწყობზე იერიში მიიტანა – როგორც ცნობილია, ნოვოკუიბიშევის ნავთობის ქარხანა, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული ქარხანაა, რომელიც წელიწადში 9 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს.
საწარმო 20-მდე სახეობის ნავთობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის რეაქტიული ტიპის საწვავს, რომლითაც რუსეთის ჯარი მარაგდება. ქარხნის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია აფეთქებები, დაზიანების მასშტაბები ზუსტდება.

