„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის ფასის შემცირებას ითხოვს.
პარტიის ერთ-ერთი წევრის, გოგა ონიანის თქმით, 2007 წელს, როდესაც სამარშუტო ტაქსით მგზავრობის ფასი 80 თეთრი გახდა, საწვავის ღირებულება 1 ლარით მეტი იყო, ვიდრე დღეს არის.ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ტრანსპორტით სარგებლობის მაქსიმალური ფასი 50 თეთრი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოსთან აქციებს აანონსებს.
„მიუხედავად ამისა, მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული ფასების დაწევა და დაყვანა საწყის ნიშნულამდე, 50 თეთრამდე. პირიქით, ბოლო თვეში მოუმატა ეს მოსაკრებელი სამარშუტო ტაქსის მძღოლებს. მივმართავთ, სასწრაფოდ მოახდინონ ამ ფასების კორექტირება, ვინაიდან ამის შესაძლებლობას იძლევა დღეს არსებული საწვავის ფასები“- განაცხადა გოგა ონიანმა.