ახალი ამბები

აზერბაიჯანმა კიევში საელჩოს შენობის დაზიანების გამო რუსეთის ელჩი დაიბარა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს ბაქოში რუსეთის ელჩი, მიხაილ ევდოკიმოვი დაიბარა და მკაცრი პროტესტი გამოთქვა კიევში რუსეთის მიერ აზერბაიჯანის საელჩოს დაზიანების შესახებ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტის აფეთქების შედეგად საელჩოს პერიმეტრის კედლის ნაწილი განადგურდა და სერიოზული დაზიანება მიიღო დიპლომატიური კომპლექსმა.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

“ინციდენტი უკრაინის დედაქალაქზე რუსული სარაკეტო და დრონებით თავდასხმის დროს მოხდა”. – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....