გასულ ღამეს რუსეთის მასირებული საჰაერო იერიშის შედეგად კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, დარტყმების შედეგად მხოლოდ უკრაინის დედაქალაქში ათობით მრავალსართულიანი შენობა დაინგრა.
“ჩვენი საგანგებო სამსახურები გუშინ ღამიდან მუშაობენ იმ ადგილებში, სადაც რუსული დარტყმები განხორციელდა. ამ დროისთვის დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ორსული ქალი. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაიღუპა. შეტევა განხორციელდა დაახლოებით 430 დრონითა და 18 რაკეტით, მათ შორის ბალისტიკური და აერობალისტიკური. ეს იყო სპეციალურად გათვლილი თავდასხმა, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ ადამიანებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. მხოლოდ კიევში ათობით მაღალსართულიანი შენობაა განადგურებული. „ისკანდერის“ ნამსხვრევებით დაზიანდა აზერბაიჯანის საელჩო” – წერს ზელენსკი.

