ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

პუტინს ჰკითხეს: “თქვენი ცოლი გათხოვდა და თქვენ როდის წარმოგვიდგენთ პირველ ლედის?”


.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. ერთ-ერთმა ქალბატონმა, სანკტ-პეტერბურგიდან, პრეზიდენტს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვა დაუსვა:

“ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ცოტა ხნის წინ გაზეთებში დაიწერა, რომ ლუდმილა ალექსანდროვნა გათხოვდა და თქვენ როდის წარმოგვიდგენთ ჩვენი ქვეყნის პირველ ლედის?”

პუტინმა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ უპასუხა:

“იცით, მე და ლუდმილა ალექსანდროვნა ხანდახან ვხვდებით ერთმანეთს. ხშირად არა, მაგრამ ვხვდებით და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. შეიძლება უკეთესი, ვიდრე ადრე გვქონდა. მას ყველაფერი კარგად აქვს. ის თავისი ცხოვრებით კმაყოფილია, მეც კმაყოფილი ვარ, მეც ყველაფერი ძალიან კარგად მაქვს. ღირს თუ არა იმ საკითხის წინა პლანზე გადმოწევა, რომელიც ახლა თქვენ წამოჭერით, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ხალხი დეპუტატებს და პრეზიდენტს იმიტომ ირჩევს, რომ ჩვენ ვიმუშავოთ, ხოლო პირადი ცხოვრება, რომელიც მესმის, რომ წარმოადგენს ადამიანების ინტერესს, არ უნდა იყოს პირველხარისხოვანი თემა. იქნებ ოდესმე შევძლო თქვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაც”, – განაცხადა პუტინმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა პუტინი ცოლთან ოფიციალურად განქორწინდა, ჟურნალისტების კითხვაზე,  აპირებს თუ არა ისევ დაქორწინებას, პუტინმა უპასუხა, რომ ჯერ ყოფილი ცოლი უნდა გაათხოვოს.

პუტინის ყოფილი ცოლ ლუდმილას  ამჟამინდელი მეუღლე 37 წლის არტურ ოჩერეტნია – პიროვნული და კომუნიკაციური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.

იტვირთბა....