“ჯებირების საქმე” – მარტის აქციების დროს დაკავებულმა საბა მეფარიშვილმა ლაითურის ციხე დატოვა.
რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მეფარიშვილს 400 ლარიაანი რკინის ჯებირების დაზიანებას ედავებოდნენ.
მასთან ერთად დააკავეს ომარ ოკრიბელაშვილიც – მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.

