აშშ-ში ყველაზე ხანგრძლივი შათდაუნი დასრულდა .
დონალდ ტრამპმა ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს ხელი რამდენიმე საათის წინ მოაწერა. მანამდე კი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სადავო კანონპროექტი 222 კონგრესმენის ხმით მიიღო. [წინააღმდეგი კი 209 იყო].
აშშ-ში ე.წ. შათდაუნი პირველი ოქტომბრიდან, ქვეყნის ბიუჯეტის ახალ კანონპროექტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გამოცხადდა და ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.
შათდაუნისა პირობებში გაუქმდა ასობით საჰაერო რეისი. აშშ-ის მოქალაქეები ანაზღაურებას ვეღარ იღებდნენ, რის გამოც ისინი სამსახურში აღარ დადიოდნენ.
ცნობისთვის შათდაუნი დაფინანსების შეწყვეტის გამო ქვეყნის ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს.

