აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წესის გამარტივება – რას წერს ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი

რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის ელჩების გადაწყვეტილებას ავრცელებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

იოზვიაკის თქმით, ევროკავშირის ელჩებმა ახლახან აუნთეს მწვანე შუქი ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას.

“ევროკავშირის ელჩებმა ახლახან აუნთეს მწვანე შუქი ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას.
17 ნოემბერი: მინისტრები შეთანხმებას დაადასტურებენ
26 ნოემბერი: ხელმოწერის ცერემონია პარლამენტში
დეკემბერი: ძალაში შევა
შესაძლოა მალე ქართული პასპორტის მფლობელთა ნაწილის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული” – წერს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი.

ცნობისთვის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წესის გამარტივებას ემატება ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევები.მექანიზმი ეხება 61 ქვეყანას რომელთა მოქალაქეებს ამჟამად შენგენის ზონაში უვიზოდ, მოკლე ვადით, მოგზაურობა შეუძლიათ. მოსალოდენლია, რომ ევროკავშირი ამ მექანიზმს ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოიყენებს.

იტვირთბა....