აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკომისია ადასტურებს რომ, საქართველო არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე

ევროკომისია ადასტურებს რომ, საქართველო არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე რომელიც მომავალ კვირას გაიმართება. კომენტარი ამ თემაზე ევროსკოპის კითხვაზე, ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიომ მერსიემ გააკეთა.

„გასულ კვირას წარვადგინეთ გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ და ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია საკმაოდ ნათლად იყო ჩამოყალიბებული. ანგარიში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის გზას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იყო უკუსვლა ევროკავშირში გაწევრიანების რეფორმების კუთხით და ეს ნამდვილად უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის. ასე რომ, სიტუაცია ნამდვილად გაუარესდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

როგორც იცით, 2024 წელს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები მათთან. ასე რომ, გაფართოების ანგარიშთან, გაფართოების ფორუმთან დაკავშირებით, შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ფონზე, საქართველო არ არის მოწვეული გაფართოების ფორუმზე” – თქვა მერსიემ ევროსკოპთან.

ცნობისთვის, გაფართოების ფორუმი ბრიუსელში 18 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

იტვირთბა....