ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ხერსონი უკრაინაა…მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც დაიცვეს და გაათავისუფლეს ეს ქალაქი” – ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

ხერსონის რუსეთისგან განთავისუფლების სამი წლისთავზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ქალაქში ჩავიდა და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების – სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს.

“2022 წლის ნოემბერში, ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა, რომელსაც ხალხი თვეების განმავლობაში მალავდა, კვლავ აფრიალდა ხერსონის ქუჩებში. ჩვენ გვახსოვს ეს სიხარული, ცრემლები, ჩახუტება. მადლიერება, როდესაც საკუთარი ხალხის დაბრუნებას ხედავ. ოკუპანტები ხერსონიდან ჩვენი ხალხის ძალის წყალობით გაიქცნენ. და ასე, ჩვენი ხალხის ძალის წყალობით, ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს.

რუსეთი ყოველდღიურად ატერორებს ხერსონს, ჩვეულებრივ ადამიანებს, ჩვეულებრივ ცხოვრებას. და სწორედ ამიტომ არ არის რუსეთის ადგილი აქ. ხერსონი უკრაინაა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აფასებენ სიცოცხლეს და ნამდვილად ბედნიერები არიან, როდესაც სიცოცხლის დამცველები შედეგებს აღწევენ.

მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც დაიცვეს და გაათავისუფლეს ხერსონი. ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც სიცოცხლე შესწირა ქალაქის თავისუფლებისთვის. როგორც არ დაგვივიწყებია ხერსონი, ჩვენ გვახსოვს მტრის მიერ ოკუპირებული ყველა ჩვენი ქალაქი და სოფელი.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი სახლში დავაბრუნოთ” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იტვირთბა....