ირაკლი კობახიძემ ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან” – წერია განცხადებაში.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე ხმალაძე მაისში დაინიშნა. იქამდე ის თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.

