ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არაერთი საქმეა კიდევ, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და აბსოლუტურად უპერსპექტივო გამოდგა , იგივე მოხდება ახლაც” – გია ვოლსკი ენმ-ს სარჩელს გამოეხმაურა

თვითონ სასამართლოში დავა პირიქით კარგია იმ შემთხვევაში, როცა სიმართლის დადგენა გინდა, მაგრამ როცა ამას ის ფუნდამენტი და საფუძველი აქვს, რომელზეც ბეჟაშვილი საუბრობს, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული როგორც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის წარმომადგენლები, – ამის შესახებ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რომ „ქართული ოცნების” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებენ.

„ლევან ბეჟაშვილი ის პიროვნებაა, რომელიც იმ ხელისუფლებას წარმოადგენდა, რომელიც აწამებდა და ეს წამების სისტემურობა სტრასბურგის სასამართლომ დაუდგინა. არაერთი საქმეა კიდევ, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და აბსოლუტურად უპერსპექტივო გამოდგა. იგივე მოხდება ახლაც ამ სასამართლოსთან დაკავშირებით – აქ იქნება თუ სტრასბურგში, აუცილებლად გაიხსენებენ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც „ნაცმოძრაობას” ჩადენილი აქვს. მაგრამ აქ კიდევ ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი, სკანდალური თემა იკვეთება – ეს გადაწყვეტილება, რომ სასამართლოში უნდა უჩივლონ „ქართულ ოცნებას”, უცხოელმა მეგობრებმა უკარნახეს. თვითონ სასამართლოში დავა პირიქით კარგია იმ შემთხვევაში, როცა სიმართლის დადგენა გინდა, მაგრამ როცა ამას ის ფუნდამენტი და საფუძველი აქვს, რომელზეც ბეჟაშვილი საუბრობს, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული როგორც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის წარმომადგენლები. ამაში მხარდაჭერას საზღვარგარეთ ეძებენ. ეს რეალობა სამწუხარო ფაქტია, თორემ სასამართლოში საქმის განხილვა უცხო არ არის და საერთოდ დემოკრატიული სამყაროს ფუნდამენტია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათ არ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი, თუმცა სამართალწარმოებას საერთაშორისო პარტნიორების და იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით იწყებენ.

იტვირთბა....