აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

კოალიცია “ცვლილებისთვის” დაკავებული ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან სასამართლოში მიიყვანეს, სადაც ამ წუთებში საქმეზე პირველი სხდომა იმართება.

ადვოკატის თქმით, მელია აღნიშნულ საქმეზე 5 თვის განმავლობაში ელოდებოდა ადმინისტრაციული დაკავების ოქმს.

მელია და მისი ადვოკატები შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების გამოკითხვას ითხოვენ, რომლებიც ლისის ტბასთან ჩატარებულ სპეცოპერაციაში ფიგურირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს.

იტვირთბა....