ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრ ტუპიცკის, ასევე, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს, მათ შორის, მის სპეციალურ წარმომადგენელს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრ ტუპიცკის, ასევე, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს, მათ შორის, მის სპეციალურ წარმომადგენელს სანქციები დაუწესა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დღევანდელი სანქციები პუტინის სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე პირებსა და დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ძარცვაში მონაწილე პირებს მოიცავს. ასევე, ჩვენ მუშაობას ვიწყებთ რუსული გამომცემლობების წინააღმდეგ, რომლებიც მთელ მსოფლიოში აგრესიას ამართლებენ და რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იტვირთბა....