ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ გლდანის რაიონს წყალმომარაგება შეუწყდება

ხვალ, დილის 11:00 საათიდან საღამოს 21:00 სათამდე, წყალმომარაგება გლდანის რაიონს შეეზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

წყლის შეწყვეტა კომპანია „თელასის“ მიერ, გადაუდებელ ტექნიკური სამუშაოების განხორციელებას უკავშირდება,  რის გამოც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გლდანის რაიონის სატუმბო სადგურს  ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

გლდანის რაიონში წყალმომარაგაბა შემდეგ  მიკრორაიონებს შეუწყდებათ:

გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, სოფელ გლდანს, სოფელ გიორგიწმინდას, ბერთუბნის დასახლებას, გლდანის საპატიმროს, ბეტონის ქარხანას, ჰაიდელბერგცემენტს.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება 15 აპრილს საღამოს 21:00 საათიდან, აღდგება.

იტვირთბა....