ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების წინააღმდეგია

სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენებას მხარს არ დაუჭერს – აღნიშნულის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

“სლოვაკეთი გაყინული აქტივების ჩამორთმევის არცერთ სამართლებრივ და ფინანსურ სქემაში არ მიიღებს მონაწილეობას, თუ ეს თანხები უკრაინის სამხედრო ხარჯებისთვის დაიხარჯება.

ჩვენ ომის დასრულება გვსურს თუ მისი გამწვავება? ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკრაინისთვის 140 მილიარდი ევრო გამოვყოთ, რათა ომი გაგრძელდეს. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ომი კიდევ ორი წელი გაგრძელდება“ – აღნიშნა ფიცომ

იტვირთბა....