ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ევროკავშირი რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომდინარე დეზინფორმაციის საფრთხესთან საბრძოლველად ცენტრის შექმნას გეგმავს” – The Guardian 

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, რომელიც მათთვის გახდა ცნობილი, ცენტრი გააერთიანებს ექსპერტებს როგორც ევროკავშირის მასშტაბით, ასევე ბლოკში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიდან, რათა უცხოურ ინფორმაციულ მანიპულაციებსა და ჩარევას ებრძოლონ.

ევროკომისიის პრეიზდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დემოკრატიული მდგრადობის ევროპული ცენტრის იდეის შესახებ სექტემბერში, ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. The Guardian-ის ცნობით, დოკუმენტში, რომელიც, სავარაუდოდ, 12 ნოემბერს გამოქვეყნდება, დამატებითი დეტალებია აღწერილი, მათ შორის, სად ხედავს კომისია თავის ყველაზე დიდ საფრთხეს.

„უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიის გარდა, რუსეთი ასევე ახდენს ჰიბრიდული თავდასხმების ესკალაციას და გავლენისთვის ბრძოლას აწარმოებს ევროპის წინააღმდეგ. ცრუ ნარატივების გავრცელებით, რომლებიც ზოგჯერ ისტორიული ფაქტების მანიპულირებასა და გაყალბებას მოიცავს, ისინი ცდილობენ დემოკრატიული სისტემების მიმართ ნდობის შერყევას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

იტვირთბა....