ჩემი როლი დამთავრდება მაშინ, როცა ჩატარდება სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “TV პირველისა” და “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მას ამ წუთას არანაირი უფლებამოსილება, ბერკეტი არ აქვს, აქვს სიტყვა, მცდელობა და შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველო არ დაავიწყოს.
ველოდებით [ვადამდელ] საპარლამენტო არჩევნებს, ამ დღეს ველოდებით და ეს დროც მოვა აუცილებლად. ჩემი როლი დამთავრდება, როცა ეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და პარლამენტი აირჩევს, თუ არ შეიცვალა ფორმა არჩევნების, აირჩევს ახალ პრეზიდენტს და მას სიამოვნებით და დიდი პატივისცემით გადავცემ ამ როლს.
არ არის ორი უფლებამოსილი პირი, რომელიც ერთმანეთთან კონკურენციაში არის. მე არანაირი უფლებამოსილება, ბერკეტი არ მაქვს დღეს და არც გუშინ არ მქონდა. ერთადერთი ბერკეტი, რაც მაქვს, არის სიტყვა, მცდელობა, რომ ერთობა შევინარჩუნოთ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სივრცეში და რომ საზღვარგარეთ გავიტანო მოთხოვნა, რომ საქართველო არსებობს, საქართველო არ დავავიწყოთ ჩვენს პარტნიორებს, იმიტომ, რომ ყველაფერი კეთდება, რომ ჩვენ გადაგვიყვანონ სრულ იზოლაციაში,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

