ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის მოსკოვის პასუხი ევროკავშირს” – გია ჯაფარიძე ოპოზიციონერების ახალ ბრალზე

“ეს არის მოსკოვის პასუხი ევროკავშირს” – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის ახალი სამართლებრივი დევნის დაწყებას. 

ჯაფარიძე “ტვ პრიველის” პრიდაპირ ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” ამბობს, რომ მოსკოვი და “ოცნება” ევროკომისიის გაფართოების ანგარიშმა და მოსალოდნელმა სანქციებმა შეაშინა და სწორედ ამაზე პასუხად გადაწყვიტა ოპოზიციონერების წინააღმდეგ საქმის აღძვრა. 

ჯაფარიძის თქმით, “ოცნების” ქმედებები 37 წლის რეპრესიების ანალოგია. 

რაღაც მსგავს ველოდი, მქონდა ეჭვები, რომ ამ ადამიანებს ასე ადვილად ციხიდან არ გამოშვებდნენ. გაფართოების ანგარიში იყო გუშინწინ, მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ჩანაწერი ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა, რაც ამ ანგარიში არის, ასევე საუბარია  მოსალოდნელ სანქციებზე, ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე ამას განვიხილავ როგორც მოსკოვის პასუხს ევროპის კავშირს. ახლა ბურთი არის ევროპის კავშირის მოედანზე, მგონი აღარ არის იმის დრო, არკვიონ აბსოლუტურად აბსურდული რაღაცები, არის ქმედებებსი დროს. ეს ქმედებები იქნება დაგვიანებული, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. 

ეს არის კოპირებული ტექსტი საბჭოთა კავშირიდან. 1921 წლიდან ვიდრე 1985 წლამდე, ადამიანებს მსგავსი ტექსტებით ასამართლებდნენ. მიხეილ ჯავახიშვილს და კოტე მარჯანიშვილს და კიდევ სხვები ასეთი მუხლებით არიან გასამართკებულები და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი იქიდან არის კოპირებული. მემგონი ეს არის მოსკოვის რეაქცია იმაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს მათი სტავლენიკი ხელისუფლების შეფასებაზე. 

ეს არის შანტაჟი, ანუ თუ იქნება მეტი სანქცია, მე მეტ ადამიანეს დავიჭერ. ევროპის კავშირს ჯერ კიდევ აქვს უამრავი ბერკეტი, რომელიც შესაძლებელია ჯერ კიდევ იყოს გამოყენებული ამ რუსული “ოცნების” მიმართ, ეს არ არის მხოლოდ სავიზო შეზღუდვა, არსებობს კიდევ ფინანსური სანქციები. გარწმუნებთ, მათ ხელში ჯერ კიდევ არის ბერკეტები, რომლის ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელია ასე ვაბანკზე წასული ოცნება და ვაბანკზე წასული მოსკოვი ვიხილოთ, ანუ შეაჩერონ”, – ამბობს ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების მოწოდების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

იტვირთბა....