ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილი და რუსული ოცნება სერიოზულ პანიკაშია, თუ რამე შეიძლება მოიხარშოს ავადმყოფურ თავში, ჩაწერეს სულელურ ბრალში” – მამუკა ხაზარაძე

“ივანიშვილი და რუსული ოცნება სერიოზულ პანიკაშია, თუ რამე შეიძლება მოიხარშოს ავადმყოფურ თავში, ჩაწერეს სულელურ ბრალში” – აღნიშნულის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აჭარის პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც მას ბრალი წაუყენეს.

„მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება ძალიან სერიოზულ პანიკაშია. ამის დასტურია ის, რომ დღეს მე ბრალი წამიყენეს ისეთ აბსურდზე, როგორიც არის დანაშაულებრივი ორგანიზება რუსთაველზე მოლოტოვის კოქტეილების დამზადება, მანქანების აფეთქება და თუ რამე შეიძლება შეიძლება მოიხარშოს ავადმყოფურ თავში, ჩაწერეს ამ სულელურ ბრალში. მინდა მივმართო მათ, რომ საქართველოში რაც არ უნდა გააკეთოთ, სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, თუმცა დიდი მცდელობა გაქვთ,ქართველ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი მხრიდან ყველა კანონიერ ფარგლებში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და სამართალი. გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და ასეთ აბსურდებს არ მივცემთ იმის შანსს, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ.

აქ რაც წერია არის აბსურდი. ვერანაირი კავშირი ამ ბოდვასა და იმას შორის, რატომ მომიყვანეს აქ, ვერ ვხედავ. ეს არის მცდელობა იმისა, რომ ჩვენი პარტიის აკრძალვის რაღაც საფუძველი შექმნან საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ძირითადად პიარკამპანიაა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი, რაც აქ წერია, არის სიყალბე.

ახლა ხმაური სჭირდებათ იმიტომ, რომ ბათუმში და თბილისში 9 მილიონი კვადრატული მეტრი გადაეცათ არაბებს. ჩვენ ვითხოვთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და ქართული საზოგადოება დაინახავს რამხელა აფიორასთან გვაქვს საქმე“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იტვირთბა....