ახალი ამბები პოლიტიკა

“ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას” – ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრის საძაგლიშვილის განცხადება

დაკავებული ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ნებისმიერ სამართლებრივ მხარეზე საუბარი, რადგან ის რაც პროკურატურის ბრიფინგზე საზოგადოებამ მოისმინა, არაფერ კავშირში არ არის სამართალთან. 

“ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას” – ამბობს უფლებადამცველი, რომელიც ამ წუთებში რუსთავის ციხეში კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერისთვის ახალი ბრალის წარდგენას ესწრება. 

აქ შეუძლებელია რაიმე სამართლებრივ მხარეზე ვისაუბროთ, იმიტომ, რომ არცერთი ოდნავ თავმოყვარე იურისტიც კი არ წაიკითხავდა იმ ტექსტს, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ ბრიფინგზე. ცხადია, აქ სამართალი არაფერ შუაში არ არის, ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას და ამის შემადგენელი ნაწილია სწორედ დღეს ჩატარებული ბრიფინგი და ბრალდებები, რომელიც უნდა წარედგინოთ პოლიტიკოსებს, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას”, – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი 

იტვირთბა....