ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის პასუხი ევროკავშირის გაფართოების კომისიის იმ უმძიმეს დასკვნაზე” – კოალიცია ცვლილებებისთის პროკურატურის ბრალდებას ეხმაურება

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე რეჟიმი იღებს გადაწყვეტილებას საქმე აღძრას პოლიტიკურ ლიდერებზე, რაც არის პასუხი ევროკავშირის გაფართოების კომისიის დასკვნაზე. – ამის შესახებ, კოალიცია ცვლილებისთვის, ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “რეჟიმი ცდილობს მთელ ქვეყანას და მსოფლიოს უთხრას, რომ აქ ცვლილების ადგილი არ არის, უნდათ უიმედობა გამოიწვიონ, მაგრამ ნაცვლად უიმედობისა გამოიწვევს დიდ მოტივაციას და ჩვენ შევძლებთ ერთიან დიდ წინააღმდეგობას”.

“ასობით ნაწამები ადამიანი სპეციალურ ავტომობილებში, საწამებლად რომ ჰყავდა რეჟიმს მოყვანილი, ასობით ნაცემი ადამიანი სასტიკად რუსთაველის გამზირზე, ათობით სრულიად უკანონოდ დაპატიმრებული სინდისის პატიმრები, ქალბატონები, მზია ამაღლობელი ის ყველაფერი, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, როცა ასაკოვან ქალბატონებს აპატიმრებენ, ოჯახებს აპატიმრებენ, და ამის ფონზე, რეჟიმი იღებს გადაწყვეტილებას, მძიმე მუხლებით საქმე აღძრას პოლიტიკური ლიდერების მიმართ. რეჟიმის გენერალური პროკურატურა ამ საქმით არის დაკავებული. ჩვენ ყველანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პასუხი ევროკავშირის გაფართოების კომისიის იმ უმძიმეს დასკვნაზე, რაც იქნა გაცხადებული გუშინ და გუშინწინ. კარგად გვესმის, რომ რეჟიმი ამით ცდილობს, მთელ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს უთხრას, რომ აქ ცვლილების შანსი არ არის. ამან უნდა გამოიწვიოს მათი გადასახედიდან უიმედობა ქართველ ხალხში, მაგრამ ნაცვლად უიმედობისა, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდით კიდევ ერთხელ გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები და მთელი საქართველო, რომ უიმედობის ნაცვლად ეს გამოიწვევს ბრძოლის უფრო დიდ მოტივაციას და ჩვენ შევძლებთ ერთიანი, ძლიერი წინააღმდეგობის დემოკრატიული ფრონტის შექმნას. ყველასთვის, ვისთვისაც ცხადია, რომ ქვეყანას მართავს რეჟიმი, ყველასთვის, ვისთვისაც ცხადია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია და გადის ქუჩის საპროტესტო აქციებზე, მტკიცე და მძლავრ წინააღმდეგობაზე რეჟიმთან” – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, გიორგი კირთაძემ.

შეგახსენებთ, დღეს მთავარი პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ – გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

იტვირთბა....