სასამართლომ პოეტი პაატა შამუგია 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
პაატა შამუგია პოლიციამ, გუშინ, რუსთაველის გამზირიზე, გზის გადაკეტვის ბრალდებით აიყვანა.
ვადასტურებ, რომ მე ვიყავი, ვმონაწილეობდი და გამოვხატავდი ჩემს წმინდათა წმინდა უფლებას დავიცვა საკუთარი თავი, საკუთარი თანამოქალაქეები და ჩემი ქვეყანა იმ განსაცდელისგან, რომელშიც თავი ამოგვაყოფინა ოლიგარქიამ.
მე ვფიქრობ, რომ პროტესტის გამოხატვა საფეხმავლო გზაზე კი არა, საერთოდ აღარ არის შესაძლებელი ამ ქვეყანაში, ჩვენ გავდივართ შეუძლებლობის ზღვარზე , თუნდაც ჯარიმების გამო….
დიახ, მე ვაპროტესტებდი და კი, მე გამოვხატავდი ჩემს წმინდათაწმინდა უფლებას,” – თქვა პაატა შამუგიამ სასამართლოში.

