ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფილიპინებში ტაიფუნ „კალმაეგის“ 66 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებში ტაიფუნ „კალმაეგის“, სულ მცირე, 66 ადამიანი ემსხვერპლა, ათი კი დაშავდა. „როიტერის“ ცნობით სტიქიამ ყველაზე მეტად პროვინცია სებუ დააზიანა, სადაც ასობით სახლი ნანგრევებად იქცა.

ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, 26 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

დაღუპულებს შორის შორის ექვსი სამხედრო მოსამსახურეა, რომლებიც კუნძულ მინდანოზე ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც მათი ვერტმფრენი ჩამოვარდა.

მედიის ცნობით, სტიქიის გამო ვისაიასის რეგიონიდან 200 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

იტვირთბა....