ნიუ იორკის მერის არჩევნებში ზოჰრან მამდანმა გაიმარჯვა. ის შტატის ისტორიაში პირველი მუსლიმი მერი გახდა, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს.
მამდანის ამომრჩევლები მას მუშათა კლასის გმირს უწოდებენ და იმედოვნებენ, რომ ის შეეცდება მაღალი გადასახადების შემცირებას, მათ შორის ქირის გადასახადის, რომელიც ნიუ იორკში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიში.
ნიუ იორკის გარდა, არჩევნები ჩატარდა ნიუ ჯერსიში, ვირჯინიასა და კალიფორნიაში. ნიუ ჯერსისა და ვირჯინიაში დემოკრატმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო კალიფორნიაში ხმის მიცემა ჯერ კიდევ გრძელდება.

