ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსამართლემ სამი შვილის დედა ანა ბდეიანი 5 ათას ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამი შვილის დედა ანა ბდეიანი 5 ათას ლარით დააჯარიმა. ადმინისტრაციულ კოდექსის თანახმად, რომ თუ დედას 12 წალმდე შვილი ჰყავს, მისი დაკავება არ შეიძლება.

დაკავებულმა დღეს სასამართლოს მიმართა და პირდაპირ უთხრა, რომ არც “ოცნებას” და არც მის კანონებს აღიარებს.

ვერ გავიგე ბოლო-ბოლო, კობახიძემ მიიღო თუ პუტინმა ეს კანონები. გადახედეთ, ხალხო, რუსეთში რა და როგორ ვითარდებოდა და ნახავთ, დღეს ჩენთან საქართველოში რა და როგორ ვითარდება. არ ვეთანხმები ამათ კანონებს, არც დავეთანხმები და როგორც შემეძლება, სადაც შემეძლება და რანაიარადაც შემეძლება, გავუპროტესტებ ყველაფერს, იმიტომ, რომ ესენი არიან არალეგიტიმური ამ ქვეყნის მტერი,  – თქვა ბდეიანმა პროცესის შემდეგ. 

იტვირთბა....