ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი სოცოცხლისუნარიანი გზა არ აქვს” – კაია კალასი

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი სოცოცხლისუნარიანი გზა არ აქვს – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი სოცოცხლისუნარიანი გზა არ აქვს, თუ პირობები მკვეთრად არ შეიცვლება. ის ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა.

როგორც იცით, ჩვენ ასევე ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც ძალადობას იყენებენ მშვიდობიანი მომიტინგეების და მსგავსი პირების წინააღმდეგ საქართველოში.

ჯერჯერობით ყველა არ არის თანახმა წევრი სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხების გადაჭრის სხვადასხვა გზების პოვნაზე“ – აღნიშნა კალასმა.

იტვირთბა....