რუსეთი და ჩინეთი პირობას დებენ, რომ სანქციების წინააღმდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარებას უზრუნველყოფენ.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ხანჯოუში გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერებისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების დაცვის შესახებაც ისაუბრეს.
მედიის ცნობით, მიშუსტინი ასევე შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს.
„ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები უფრო მაღალი დონისა და მაღალი ხარისხის განვითარებისკენ მიისწრაფვის და სტაბილურად ვითარდება არასტაბილური გარემოს მიუხედავად. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების დაცვა, კონსოლიდაცია და განვითარება ორივე მხარისთვის სტრატეგიული არჩევანია“, – განუცხადა სი ძინპინმა.
რუსეთის საინფორმაციო არხების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიშუსტინმა ასევე აღნიშნა, რომ ორმხრივი ინვესტიციების მოსაზიდად და ერთობლივი პროექტების მხარდაჭერისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.

