4 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების წლიური ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს.
ანგარიში, რომელიც “ოცნებას” მწვავედ აკრიტიკებს, გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ანგარიშში საუბარია ქართული ოცნების მიერ ბოლო დროს მიღებულ კანონებზე და აღნიშნულია, რომ “საქართველოში მიღებული და აღსრულებული შემზღუდავი კანონები, რომლებიც აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ეხება, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენას და უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის”.
ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა “მნიშვნელოვნად გაუარესდა”, რადგან “დემოკრატიის სათანადო ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ინსტიტუტებსა და ორგანოებს არ გააჩნდათ მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა”.
“რადიო თავისუფლების” ცნობით, როდესაც გამოცემამ დოკუმენტი მოიპოვა, რეკომენდაციებზე მუშაობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

