ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მოვითხოვთ, ზინოვკინას ჩაუტარდეს სრულყოფილი გამოკვლევა და მკურნალობა – ქალი პოლიტიკოსები

ქალმა პოლიტიკოსებმა ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს განცხადებით მიმართეს.

“მოგმართავთ პატიმრობაში მყოფ ქალთან, ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებით.

მოვითხოვთ, ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის სრულყოფილი გამოკვლევა ჩაუტარდეს მრავალპროფილურ კლინიკაში და გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

ასევე მოვითხოვთ #5 პენიტენციურ დაწესებულებაში მისდამი განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან, პატივისა და ღირსების შემლახველ ფაქტებთან დაკავშირებით ოპერატიულად ჩატარდეს მოკვლევა და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საზოგადოებას.” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ალიონა ზაიცევამ ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ზინოვკინა ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უჭირს გადაადგილება, გარდა ამისა, აღნიშნავს პირობებზე, რომელიც პენიტეცნიურ დაწესებულებაშია.

რუსეთის მოქალაქე ზინოვკინა 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს. 12 სექტემბერს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წელი და 6 თვე მიუსაჯა.

იტვირთბა....