“ქართული ოცნება“ ევრონესტის არცერთ სხდომას აღარ დაესწრება, რომელიც მომავალში გაიმართება – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან გახდა ცნობილი.
ევრონესტი ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმა იყო, სადაც “ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს იწვევდნენ. თუმცა, პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოს დელაგაცია, არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის შემდეგ სესიებში მანამ, სანამ დიალოგზე მზაობა არ ექნებათ.
ევრონესტზე ვიხილეთ სამწუხარო პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, – თქვა პაპუაშვილმა
პირველი, რაც უნდა გააკეთონ და თქვან, ეს არის, დაგმონ და გაემიჯნონ 4 ოქტომბრის თავდასხმას. რაც შეეხება ანგარიშს – ძალადობის არ დაგმობა შემთხვევითი არ არის, ვინაიდან ძალადობის არ დაგმობა არის მოძალადეების მხარდაჭერა და ეს არის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელიდან. ეს არის იმ მტრული რიტორიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ ევრონესტზე ვიხილეთ – ეს არის ერთი სამწუხარო პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როდესაც ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თავს მოხვევა ხდება. ვხედავთ ჩვენ, რომ სამართლიანი მიდგომების მოლოდინი, სამწუხაროდ, სულ უფრო მცირდება.
საქართველო, ამ მტრული განწყობის პირობებში, საქართველოს დელაგაცია, არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის შემდეგ სესიებში მანამ, სანამ არ ვიხილავთ ჩვენ მზაობას დიალოგისთვის. აქაც ვხედავთ, რომ პოსტსაბჭოთა ადამიანები გველაპარაკებიან, ევროპის სახელით, გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიენე და ასტრახანში დაბადებული და გაზრდილი სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც ახლა გერმანელ დეპუტატად წარმოგვიდგენენ, გველაპრაკებია ევროპის სახელით. შეიძლება ადამიანი გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

