2024 წლის დეკემბერში აქციაზე კამერების დაზიანებისთვის დაკავებული დანიელ მუმლაძის და გურამ ხუტაშვილის 3-3 წლით პატიმრობა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
განაჩენი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ გამოაცხადა.
სააპელაციოში ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმებას ითხოვდა, მსჯავრდებულების წარმომადგენლები კი სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
შსს-მ გურამ ხუტაშვილი 12 დეკემბერს დააკავა, მას 112-ის ბალანსზე არსებული 7 სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებოდნენ. იგივე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი დანიელ მუმლაძესაც.
ორივე დაკავებულმა ბრალი აღიარა. დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავოდ გახდა. საუბარი იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა პროკურატურამ საპროცესოს გაფორმებაზე უარი თქვა.
იტვირთბა....

