ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სარჩელი “ოცნების“ რეპრესიული კანონების წინააღმდეგ” – ალექსანდრე ზიბზიბაძე

ევროსასამართლომ დაარეგისტრირა სარჩელი, “ოცნების“ რეპრესიული კანონების წინააღმდეგ – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მომავლის აკადემიის დამფუძნებელი, ალექსანდრე ზიბზიბაძე იუწყება.

“სტრასბურგიდან მივიღეთ ოფიციალური დასტური, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული, რეპრესიული კანონების წინააღმდეგ საქართველოს მომავლის აკადემიის და ჩვენი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების, საჩივარი დაარეგისტრირა!

ჩვენ სტრასბურგში ვასაჩივრებთ ივანიშვილის ფარას და რუსული რეჟიმის მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებულ სხვა ავტორიტარული სტილის კანონმდებლობას (პირველი რუსული კანონი, გრანტების კანონი და სხვა). გასაჩივრებულია ამ კანონების საფუძველზე აკადემიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიებიც, მათ შორის რაჟდენის ბიუროს მიერ ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული უკანონო მონიტორინგი.

ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და ვიბრძოლებთ ყველგან, რათა დავუპირისპირდეთ რუსულ ავტორიტარიანიზმს და დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი” – წერს ალექსანდრე ზიბზიბაძე.

იტვირთბა....