ავღანეთში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 260-მდე კი დაშავდა – აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
როგორც ცნობილია, მიწისძვრა ავღანეთის ჩრდილოეთით, ერთ-ერთ ყველაზე დასახლებულ ქალაქთან ახლოს მოხდა. ეპიცენტრი მაზარ-ე-შარიფთან იყო, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 523 000-ს შეადგენს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში ავღანეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 2200 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

