საპროტესტო მსვლელობა – „დედები თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს.
საპროტესტო მარშის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ. ისინი მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ მიდიან.
აქციის მონაწილეები ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნას და საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

