„დეზინფორმაციაც შეიძლება ვუწოდოთ იმას, რაც არის გამოქვეყნებული,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. საუბარია სააგენტო GHN- ის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ შიდა კვლევების თაობაზე გამოქვეყნებულ მასალებზე.
სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ოცნების შიდა პარტიული კვლევის შედეგები დიდად არ განსხვავდება NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებისაგან.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ შიდა პარტიული კვლევები მართლაც აქვს. ახლა კი პარტია განიხილავს უნდა გამოაქვეყნოს თუ არა ეს შედეგები უახლოეს პერიოდში.
ირაკლი კობახიძე კატეგორიულად გამორიცხავს ჩატარებული კვლევის მონაცემების სიზუსტეს სააგენტო GHN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან.
თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი არ გამორიცხავს ისეთ კომბინაციას, რომელიც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მოყვანილი.
კობახიძის განცხადებით, შიდა კვლევა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ჩაატარა, რომლითაც ასევე დადგინდა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მეორე ადგილზე გასული პარტიის პროცენტულ მაჩვენებლებს რამდეჯერმე აღემატება.
„მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევები არის აცდენილი რეალობას. ამას ადასტურებს შიდა კვლევები, რომელსაც პერიოდულად ვატარებთ. ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ მეორე ადგილზე მყოფ პარტიას რამდეჯერმე ვუსწრებთ. კვლევის მეთოდოლოგიაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. გეტყვით, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 3 500 ადამიანი გამოიკითხა. ახლა ვმსჯელობთ იმაზე, უნდა გამოვაქვეყნოთ თუ არა აღნიშნული შედეგები. სამწუხაროდ, NDI ვერ ახერხებს რეალური შედეგების დადებას, ეს პრაქტიკა უკვე წლების განმავლობაში გრძელდება, ასე იყო 2010 წელსაც, 2012-ში და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით CRRC-ს საქართველოს მიერ ჩატარებული გამოკვლევისშედეგები, რომელიც საზოგადოების განწყობებს ასახავს, უკანასკნელი დღეების მანძილზე გამოქვეყნდა. შედეგებმა მმართველი გუნდის რეიტინგის კატასტრუფული ვარდნა აჩვენა.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო.