ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა – დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი

რუსებმა 1 ნოემბერს საღამოს დნიპროპეტროვსკის ოლქის სამარის რაიონზე თავდასხმა განახორციელეს – დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი – 11 და 14 წლის. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადისლავ ჰაივანენკო, დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, იერიშის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.

იტვირთბა....