ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-მ იერიში მიიტანა ხომალდებზე კარიბის ზღვაში, რომლებსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა

აშშ-მ იერიში მიიტანა ხომალდებზე კარიბის ზღვაში, რომლებსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა – ამის შესახებ აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.

“დღეს პრეზიდენტ ტრამპის მითითებით ომის დეპარტამენტმა ლეტალური კინეტიკური იერიში მორიგ ნარკოტიკების გადამზიდ მორიგ ხომალდზე მიიტანა, რომელსაც კარიბის ზღვაში ტერორისტულ ორგანიზაციად განსაზღვრული ჯგუფი მართავდა.

ჩვენმა დაზვერვამ იცოდა, რომ ეს ხომალდი, ისევე როგორც ყველა სხვა, ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვაში იყო ჩართული, ცნობილ სანარკოტრეფიკინგე გზაზე გადაადგილდებოდა და ნარკოტიკები გადაჰქონდა. იერიშის დროს, რომელიც საერთაშორისო წყლებში მივიტანეთ, ხომალდზე სამი ნარკოტერორისტი იმყოფებოდა. სამივე ტერორისტი მოკლულია და იერიშის დროს არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.

ამ ნარკოტერორისტებს ჩვენს ნაპირებზე ნარკოტიკები მოაქვთ, რათა ამერიკელები სახლში მოწამლონ და ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. დეპარტამენტი მათ ზუსტად ისე მოეპყრობა, როგორც ალ-კაიდას მოვეპყარით. მათთვის თვალის დევნებას, მათ რუკაზე დატანას, მათზე ნადირობასა და მათ მოკვლას გავაგრძელებთ” – წერს ჰეგსეთი.

იტვირთბა....