მექსიკაში სუპერმარკეტში ხანძრის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვებიც – როგორც ცნობილია, მინიმუმ 11 პირი კი დაშავდა.
ხანძარი ჩრდილოეთ მექსიკის ქალაქ ერმოსილიოში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში გაჩნდა
მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და X-ზე დაწერა, რომ დაღუპულთა ოჯახებისა და დაშავებულთა დასახმარებლად დანაყოფები გაგზავნა.
წითელი ჯვრის სონორის შტატის ფილიალმა განაცხადა, რომ დაზარალებულთა დახმარების ძალისხმევას მათი პერსონალის 40 წარმომადგენელი და 10 სასწრაფო დახმარების მანქანა შეუერთდა.

