თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა – აღნიშნულ თანამდებობას მანამდე ლაშა ჯოხაძე იკავებდა, რომელმაც შსს-ს ცნობით, ოქტომბერში პოსტი “პირადი განცხადების საფუძველზე” დატოვა.
მემანიშვილი ჯოხაძის მოადგილე იყო.

