გზის გადაკეტვის ბრალდებით, პოლიციამ კიდევ ერთი აქტივისტი ზურა მენთეშაშვილი დააკავა.
ის პოლიციამ მაქანიდან იმ დროს გადმოიყვანა, როდესაც რუსთაველის გამზირს ტოვებდა.
როგორც დაკავებამდე მენთეშაშვილმა თქვა, უკვე მეორედ დააკავეს და 5 -დღიანი პატიმრობის ვადა 2 დღის წინ დაუმთავრდა.
5-დღიანში ვიჯექი ფოთში, წამიყვანეს და გუშინწინ გამოვედი, ისევ დამაკავეს – თქვა მენთეშაშვილმა.
პოლიციამ დაკავებები დაიწყო. ცოტა ხნის წინ, ასევე რუსთაველის გამზირზე დააკავეს, დიპლომატი გიორგი წიქარიშვილი.

