ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთმა ხერსონის ოლქზე იერიში მიიტანა – დაიღუპა 2, დაშავდა 7 ადამიანი

რუსულმა ძალებმა დღეს ხერსონის ოლქში დნიპროვსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის, თქმით, დაშავებულებიდან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ ქალს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა აღნიშნა, რომ რუსულმა თავდასხმამ ასევე დააზიანა საცალო ვაჭრობის ობიექტები, რამაც შენობებში ხანძარი გამოიწვია.

იტვირთბა....