ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც სხვა გლობალურ საკითხებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.
რეზოლუციით ევრონესტი საქართველოს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და უკანონოდ დაკავებული ყველა პირი, მათ შორის მზია ამაღლობელი.
“ბოლო დროს საქართველოში განვითარებულა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა, მათ შორისაა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ განცხადება და შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ყველა სხვა დისიდენტური ხმის ჩახშობას.
მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი პროტესტის მკაცრად ჩახშობას, რიგით მოქალაქეების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების დაკავებას და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემურ დარღვევებს,” – წერია რეზოლუციაში.

