ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების ანგარიშს  ევროკავშირი 4 ნომბერს გმოაქვეყნებს

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს.

 
ევროპარლამენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე გაიმართება დებატებიც, რომელიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე.

 
შეგახსენებთ, რომ  საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 4 ნოემბერს საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდება. „ის იქნება ძალიან გრძელი და არსებითი დოკუმენტი, წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ, სადაც დეტალურად აღწერილი იქნება, რა მოხდა საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ეს საქართველოს სწრაფვას გახდეს ევროკავშირის წევრი. 4 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, ამ დღეს გაიმართება პრესკონფერენცია ბრიუსელში, რომელსაც გამართავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი. ამავე დღეს, 4 ნოემბერს, მეც გავმართავ პრესკონფერენციას თბილისში იმისთვის, რათა გავცე დეტალურ კითხვებს პასუხი, რამდენად კარგად ან ცუდად მუშაობს საქართველო“, – აღნიშნა ელჩმა.

იტვირთბა....