ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არაბული ქალაქების მშენებლობა” – “ლელო”  ეკონომიკის სამინისტსროს მიმართავს

ქართულ მიწაზე არაბული ქალაქების აშენებასთან დაკავშირებით “ლელო – ძლიერმა საქართველომ” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კითხვებით მიმართა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის გეგმებით, საქართველოში იგეგმება ორი არაბული ქალაქის აშენება – ერთი თბილისის მახლობლად, კრწანისის ტყე-პარკში (600 ჰექტარზე) და მეორე გონიოს ტერიტორიაზე (260 ჰექტარზე), რაც გამოიწვევს უნიკალური ეკოსისტემის განადგურებას.

„ლელო“ ითხოვს განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, სად ინახება 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა, რომელიც, მათი ინფორმაციით, წარმოადგენს აღნიშნული მიწის ღირებულების შესაბამის საწესდებო კაპიტალს. ასევე ითხოვენ დეტალურ ინფორმაციას ინვესტორის შერჩევის პროცესზე, რომელიც, პარტიის შეფასებით, გაუმჭვირვალედ წარიმართა.

“ქართულ მიწაზე, უნიკალური ეკოსისტემის განადგურების ხარჯზე, ივანიშვილი და “ქართული ოცნების” ბანდა აპირებს, რომ ორი არაბული ქალაქი ააშენოს. მიწა იქნა გადაცემული თბილისის მახლობლად, კრწანისის ტყე-პარკში, 600 ჰექტარის მასშტაბის, ხოლო გონიოსთან, სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიაზე 260 ჰექტორის ფართობის.

დღეს “ლელო – ძლიერი საქართველოს” ოფიციალურად გვინდა, გამოვითხოვოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ. ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით, სადაც ვითხოვთ დაზუსტებულ ინფორმაციას კერძოდ, ორ უმნიშვნელოვანეს დეტალზე” ერთის მხრივ, მთავრობა ამბობს, რომ 33% წილი “იგლ ჰილსის” ქართულ შვილობის კომპანიაში სახელმწიფომ მიიღო დაახლოებით 600 მლნ დოლარის ღირებულების მიწის სანაცვლოდ. ჩვენ გვაინტერესებს, სად, რომელ ანგარიშზე ინახება ის არაბული 1 მლრდ 200 მლნ დოლარი მინიმუმ, რომელიც შეესაბამება ამ მიწის ღირებულების ფასს და არის საწესდებო კაპიტალი, რომლის 30% დაახლოებით, წაიღო ამ არაბულმა კომპანიამ. რატომ შევიდა სახელმწიფო ამ შეთანხმებაში.

აქვე, გვაინტერესებს დეტალები იმ ძალიან გაუმჭვირვალე პროცესისა, რომლითაც იქნა შერჩეული ინვესტორი, რომელიც ააშენებდა ამხელა დეველოპერულ პროექტს ერთის მხრივ, კრწანისის ტყე-პარკში და მეორეს მხრივ, გონიოს დაცულ ტერიტორიებზე.

ამ ინფრომაციის მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის. იმისთვის, რათა კარგად გავიაზროთ, რა ფორმის აფიორასთან გვაქვს საქმე.

შედეგად რა დგება? თბილისში, ქალაქი მცხეთის ზომის არაბული ანკლავი იქნება კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. თავად ამ კომპანიის ინვესტორებმა თქვეს, რომ ეს დეველოპერული პროექტი გათვლილია საერთაშორისო კლიენტურაზე და 60%-ზე მეტი აქ მყიდველი იქნება საერთაშორისო კლიენტი. თქვენთვის მომინდია დასკვნა, საიდან და როგორ იქნება ეს კლიენტები ჩამოყვანილი. ამ პროექტის განხორციელებით ივანიშვილი, ფაქტობრივად, აქ მწვანეს უნთებს მასობრივ, მასშტაბურ არაბულ ჩამოსახლებას საქართველოში.

მაგრამ, ყველაზე მთავარი არ არის ეს საკითხები. მთავარი არის ის, რომ საქმე გვაქვს მასშტაბურ კორუფციულ გარიგებასთან, იმიტომ, რომ როდესაც სახელმწიფო შედის კერძო დეველოპერულ პროექტში ბიზნესრისკით და წილით, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, საერთაშორისო პრაქტიკით, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან ან თავიდან ბოლომდე დეველოპერულ აფიორასთან, რომელსაც ივანიშვილი ატარებს.

ამიტომ, მოვითხოვთ, რომ დეტალურად იქნას გასაჯაროებული ყველა ინფორმაცია, რათა დარწმუნდეს ქართული საზოგადოება, რომ ქართული მიწის სანაცვლოდ ივანიშვილის კლანი და გარკვეული არაბი ინვესტორები არ მდიდრდებიან და დაადგინოს ზუსტად რასთან გვაქვს საქმე,” – განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

იტვირთბა....