ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასამართლომ გოგა თუშურაშვილს 11-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ გოგა თუშურაშვილი 11 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.

IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელს სახელმწიფო ბრალდება რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.

გოგა თუშურაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ მისი აზრით, პარლამენტთან, გარკვეულ დღეებში, ხალხის რაოდენობის შემცირება არაკონსტიტუციური კანონებითაა განპირობებული – “სანამ ეს ასეა, გზა უნდა გადავკეტო”.

მე ტროტუარზე საერთოდ არ ვყოფილვარ, მარშით მივედი, იკეტებოდა და შევუერთდი. ვფიქრობ, რომ გარკვეულ დღეებში თუ იქ ხალხის რაოდენობამ მოიკლო ეს ამ არაკონსტიტუციური კანონებითაა განპირობებული. მე ვფიქრობ, რომ სანამ ეს ასეა, გზა უნდა გადავკეტო.

როდესაც თავიდან 500-ლარიანი ჯარიმა დამიწერეს, დეკემბერში, ცოტა მეშინოდა სასამართლოში მოსვლის, თან ინტერესი მქონდა გადაწყვეტილების. მეორედ, 5 000-ლარიან ჯარიმაზე როდესაც მოვედი სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი ნაკლებად მქონდა. 

ახლა, მე საერთოდ აღარც ვღელავ და არც მაინტერესებს 1 დღეს მომისჯით ორს თუ ათს.  ციხეში რამდენ დღესაც გავატარებ, ყოველ მომდევნო დღეს ვიქნები დარწმუნებული, რომ გამარჯვებამდე 1 დღეა დარჩენილი,” – თქვა დაკავებულმა აქტივისტმა სასამართლოში. 

იტვირთბა....