ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს კანცელარიაში უკვე მიიტანეს “ქართული ოცნების“ სარჩელი პარტიების გაუქმებაზე .
სარჩელის ფარგლებში სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა მოთხოვნილი, თუმცა კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას არ ითვალისწინებს.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში გადაწყდება მისი რეგისტრაციის საკითხი.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი ოპოზიციური პარტია:
„ნაციონალური მოძრაობა“;
„ლელო – ძლიერი საქართველო“;
„კოალიცია ცვლილებისთვის“.

