ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინას ახალი პრემიერი ჰყავს

უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. რადამ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის პოსტზე პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატურა დაამტკიცა.

ვლადიმერ გროისმანის დანიშვნას მხარი 257-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა – 50. ამავე დადგენილებით რადამ არსენი იაცენიუკის გადადგომის შესახებ მოთხოვნაც დააკმაყოფილა.

კონსტიტუციის თანახმად, ახლა ახლადდანიშნულმა პრემიერმინისტრმა პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.

ახალ მინისტრთა კაბინეტში პოსტებს ინარჩუნებენ შიანგან საქმეთა, თავდაცვის და საგარეო უწყების ხელმძღვანელები. თავად გროისმანს რადას სპიკერის პოსტზე პირველი მოადგილე ანდრეი პარუბი შეცვლის

იტვირთბა....