ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დამაჯერეს, რომ არჩევნების 60 დღეზე ადრე დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის“

მე დამაჯერეს, რომ არჩევნების 60 დღეზე უფრო ადრე დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. პრეზიდენტი პრემიერის თხოვნას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე გამოსცეს.

”მე დამაჯერეს, რომ არჩევნების 60 დღეზე უფრო ადრე დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ახლა გვთავაზობენ სხვა თარიღს, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესს გავაკეთებთ – მაისის დასაწყისშივე დავნიშნავთ არჩევნებს და გამოვცემ ახალ აქტს, რომელშიც იქნება ერთი წინადადება – არჩევნები დაინიშნოს 8 ოქოტმბერს. ეს იქნება ბევრად უკეთესი ქართული საარჩევნო გარემოსთვის. მანამდე – მაისის დასაწყისამდე მთავრობას ექნება შესაძებლობა რომ ყველანაირად მოემზადოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ ის დაარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღემდე ადრე გამოცხადება ქვეყანას ფინანსურად დაანგრევდა თუმცა ”აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება ის უფრო ადრეც დაინიშნოს”.

პრეზიდენტის განცხადებით, მაისის დასაწყისში გამოსცემს აქტს, სადაც ერთი წინადადება იქნება არჩევნების დანიშვნის თაობაზე:

”პირველ რიგში, არჩევნების თარიღი დადგენილია – ეს არის 8 ოქტომბერი და არჩევნების თარიღის დადგენა კარგია პროგნოზირებადი საარჩევნო გარემოსთვის. რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც დღეს ხელი არ მოეწერა – მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მზად არის არჩევნების ადმინისტირების დაფინანსების ნაწილში მთავრობას შეეხიდოს:

”რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც დღეს ხელი არ მოეწერა – მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ეს იქნება დადებითი, რადგან 5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვისაც, ხოლო თუ კიდევ რაიმე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ შევეხიდო მთავრობას ამ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში ჩემი ფონდიდან”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....